დადიანის ქუჩაზე ჩამონგრეული შენობის დემონტაჟისთვის მერია 270 000 ლარის დახარჯვას გამარტივებული შესყიდვით გეგმავს

გამოქვეყნდა:

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქ. #2-ში მდებარე შენობის დემონტაჟს მერია  გამარტივებული შესყიდვით აპირებს. სადემონტაჟო სამუშაოებისთვის განსაზღვრულია ვადა 2 თვე. გამარტივებული შესყიდვის მიზეზად მერია ასახელებს იმას, რომ  სამუშაოების დაგვიანება საფრთხეს უქმნის საავტომობილო გზას, მგზავრებს, ავტომობილებს, ფეხით მოსიარულე მოქალაქეებს, რადგან შენობის კონსტრუქციების მზიდუნარიანობა, მდგრადობა და სეისმომედეგობა ძლიერ არასაიმედოა და მცირე სიმძლავრის მიწისძვრის, ან სხვა მცირე მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მათი ნგრევა, თანმხლები, გაუთვალისწინებელი შედეგებით.

შენობის დაშლისა და დემონტაჟის სამუშაოებისთვის განსაზღვრულია 270 000 ლარი. შესყიდვების სააგენტოში განცხადება 15 მაისს შევიდა, 20 მაისს კი სააგენტომ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი