22 მაისს, ხუთშაბათს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უნალექოდ. ღამით დასავლეთის, დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +14, +19°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან შესაძლებლია ნისლი. ღამით დასავლეთის, დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +14, +19°.