კომპანია თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 22 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
- სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ჯავახეთის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.
- ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აბასთუმანის, სადგურის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.
- გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.