ვალერიანე ქოჩიაშვილი, რომელიც გერმანიის ელჩს ემუქრება, ორგანიზაცია "რუსეთი ჩემი მეზობელიას" წევრია

გამოქვეყნდა:

ვინ არის კაცი, რომელმაც ბათუმში გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. ღია წყაროებში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პიროვნება თბილისში მცხოვრები, 61 წლის ვალერიანე ქოჩიაშვილია. რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, ამჟამად კი ბიზნეს-საქმიანობას ეწევა.

ვალერიანე ქოჩიაშვილი  არაერთი კომპანიის მფლობელი და დირფექტორია, მათ შორის "ასეტრინა 2025", "ვ.ვ.დ მირ გრუპი", "დაიმენდ როუზი", "გოლდ ქავიარი", "ჯორჯ ოილი" და ა.შ. ის ასევე ფლობს რამდენიმე უძრავ ქონებას, როგორც თბილისის ცენტრში, ასევე ბათუმში.

ვალერიანე ქოჩიაშვილი ასევე არის ორგანიზაცია "სახალხო-პატრიოტული კავშირი-რუსეთი ჩემი მეზობელიას" წევრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი