საქალაქოში, სადაც ჯაფარიძის პროცესი უნდა ჩატარდეს, მედიის წარმომადგენლების ნაწილს არ უშვებენ | ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პროცესი უნდა ჩატარდეს, მედიის წარმომადგენლების ნაწილს არ უშვებენ. ამის შესახებ თავად ჟურნალისტები აცხადებემ.

კერძოდ, სასამართლოში არ უშვებენ მათ, ვისაც ტელე/ფოტო კამერები აქვთ. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, სასამართლო პროცესებს ხელი ეშელბა და დღევანდელი დღე გამონაკლისი იქნება. ამასთან, შენობაში შესვლა ონლაინმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, რადგან მათ კამერები არ აქვთ.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, რომლებსაც სხდომის გადაღების უფლებამოსილება არ ჰქონდათ, დერეფანში ყოფნა და იქ გადაღება შეეძლოთ, დღეს მათ ამის საშუალებასაც არ აძლევენ.

გარდა ამისა, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ შესასვლელთან ჯაფარიძის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. მათ პოლიცია და მანდატურები შიდა ტერიტორიაზე არ უშვებენ. ასევე, არ უშვებენ სხვა პროცესებზე დამსწრე მოქალაქეებს. 

ფოტო: [Mo Se] 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი