ნოშრევან ნამორაძის კომპანიის ხელშეწყობის მიზნით "ოცნების" მთავრობამ ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანა | უმსხვილეს შემომწირველს ვაკეში თავშესაფრის, დიღომში კი სპორტული ობიექტების მშენებლობა დაევალა

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების“ უმსხვილესი შემომწირველის ნოშრევან ნამორაძის კომპანიის, VR Vake Skyview Tower-ის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ოცნების მთავრობას ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შეაქვს. კომპანიას  ბიუჯეტის სასარგებლოდ 16 592 942 ლარის გადასახდელად 2029 წლის 31 დეკემბრამდე გრაფიკი დაუწესეს, რომლის თანახმადაც ყოველწლიურად 3.3 მილიონის გადახდა მოუწევს. განკარგულებას ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. 

კომპანიას დაევალება ვაკეში ჭავჭავაძის #49-ში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით 110 კვ.მ ფართის მოწყობა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეასრულებს სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის (თავშესაფრის) ფუნქციას.ვალდებულების შესრულებიდან 1 თვის ვადაში კი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

ასევე კომპანიას ევალება დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე შპს სპორტმშენსერვისის კუთვნილ 74016 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, უსასყიდლოდ, არანაკლებ 26 128 219 ლარის დანახარჯის გაწევის გზით, საქართველოს სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტითა და პირობებით უზრუნველყოს 9400 კვ.მ შენობის აშენება, რომელშიც განთავსებული იქნება სხვადასხვა სპორტის სახეობის 8 დარბაზი. ასევე უნდა ააშენოს 500კვ.მ ღია ტიპის მინი საფეხბურთო მოედანი და 650 კვ/მ ფართის მქონე ღია ტიპის ჩოგბურთის მოედანი.

ასევე სპორტის სამინისტროს მითითებულ ტერიტორიაზე არანაკლებ 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 3.3 მილიონ ლარის დანახარჯის გაწევის გზით, დააპროექტოს და ააშენოს სამბოს დარბაზი.

ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში ვალდებულებების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს არანაკლებ 56 452 000 (ორმოცდათექვსმეტი მილიონ ოთხას ორმოცდათორმეტი ათასი) ლარის დანანარჯის/ინვესტიციის განხორციელება.

VR Vake Skyview Tower-სმა ჭავჭავაძის ქუჩაზე სპორტის უნივერსიტეტის (ფიზკულტურულის) ტერიტორია 2022 წელს იყიდა. კომპანია 2022 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი “კრწანისი ვილა რეზიდენსის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა. 

 

სპორტის უნივერსიტეტის ადგილზე 56 სართულიანი, 230 მეტრიანი ცათამბჯენის აშენება იგეგმება. კომპანიის ინფორმაციით, VR Vake Skyview საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.  მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცურაო აუზი განთავსდება. ამასთან, შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი მოეწყობა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი