"პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი საქართველოში! "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა "ქართული ოცნების" რეჟიმის ე.წ. პარლამენტის კომიტეტთან თანამშრომლობაზე დააკავეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს"
- ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, დღეს, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა - პოლიტიკოსი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.