ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის [ALDE] სოციალურ ქსელში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმიანება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
"ლიბერალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოვითხოვთ ჩვენი წევრი პარტიის, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას...
დახურულ კარს მიღმა ყალბი სასამართლო პროცესით მისი დაპატიმრება ნიშანია, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას საზოგადოების ზეწოლის ეშინია და დემოკრატიას ძირს უთხრის.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც 176 დღის განმავლობაში პროტესტშია და იცავს საკუთარ ევროპულ მომავალს.
საქართველოს ადგილი ევროკავშირშია - და ამ ბრძოლაში მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ" - წერს ALDE.