ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დაკავებულ აქტივისტ ალბი კორძაიას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.
"ალბი კორძაიას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები!
მისი განმარტებით, მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.
ალბი მხნედაა!
მე და გიორგი ტაბატაძე შევხვდით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს. ალბიმ მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.
გავრცელებული კადრებიდანაც აშკარად ჩანს, რომ ალბი კორძაია უკანონოდ დააკავეს.
ალბიმ გვითხრა, რომ ძალადობის ფაქტს იღებდა მისთვის უცნობი მოქალაქე.
გთხოვთ, გადააზიაროთ ეს პოსტი — ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ალბის საქმეში აღნიშნული კადრები და იქნებ გამოჩნდეს ის ადამიანი ვინც იღებდა," - წერს ლაშა ტყეშელაძე.
შეგახსენებთ, რომ ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი პოლიციამ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.