თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. 

გამოცემა "რადიო თავისუფლება" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეითი გზას არასწორ ადგილას კვეთდა, მანქანის მძღოლმა შეჯახების პრევენციის მიზნით ტროტუარის მხარეს გადაუხვია, თუმცა მიკროავტობუსი მაინც დაეჯახა ფეხით მოსიარულეს. როგორც სასწრაფოს ექიმები ამბობდნენ, ის, სავარაუდოდ, მენჯის მოტეხილობით გადაიყვანეს კლინიკაში. მეორე დაშავებულმა ფეხი მკვეთრი მოძრაობის დროს დაიზიანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

[ფოტო: "რადიო თავისუფლება"]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი