გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრების თქმით, თანასოფლელი ბიზნესმენი ფიზიკურად გაუსწორდა და მოკვლით დაემუქრა

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრების, რამინ აბულაძის განცხადებით, მას თავს დაესხნენ და მოკვლით დაემუქრნენ. 

აბულაძე განმარტავს, რომ თანასოფლელი, 45 წლამდე კაცი ფიზიკურად გაუსწორდა, რომელიც ბიზნესმენია და დიდი გავლენით სარგებლობს. ამასთან, როგორც აბულაძის თქმით, თავდამსხმელმა სახლიდან იარაღი გამოიტანა და მოკვლით ემუქრებოდა. 

მოქალაქემ რეაგირების მიზნით პოლიციას მიმართა, ადგილზე ხიდისთავის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. 

"ჩემ ბაღში ღობეს ვაკეთებდი. მანქანით ჩამოიარა და ამიშარდა. კისერში წამავლო ხელი, მერე სახლში გაიქცა, ავტომატი გამოიტანა, მოკვლით მემუქრებოდა. მისი სახლი კამერებით არის აღჭურვილი და ვითხოვ ჩანაწერების ამოღებას. შეიძლება ასე , იარაღით დათარეშობდეს ადამიანი ქუჩაში?" - ამბობს მოქალაქე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი