ხელვაჩაურის საკრებულოში „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტი ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშსწორების სამიზნე გახდა

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჟურნალისტი და მედიასაშუალება „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი სულხან მესხიძე ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშსწორების სამიზნე გახდა. გამოცემის ცნობით, ინციდენტი საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას მოხდა. 

მესხიძეს სხდომის გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცა – მას თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდნენ საჯარო მოხელეები, რაც მალევე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც საკითხების საჯარო განხილვა უნდა შედგეს, მერიის თანამშრომლებმა ჟურნალისტი ძალის გამოყენებით, ხელების გადაგრეხით გამოათრიეს დარბაზიდან.

დაპირისპირებისას ტელეფონს ხელი მოხვდა, რა დროსაც ვიდეოჩაწერა შეწყდა, თუმცა ინციდენტის ამსახველი კადრების დიდი ნაწილის შენარჩუნება მოხერხდა.

მომხდარს ესწრებოდა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძეც. როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, მისგან არ ყოფილა არანაირი რეაგირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი