ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მოსკოვის გამზირზე რამდენიმე ავტომანქანა დაიმტვრა, მათ შორის, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს "საქართველოს ფოსტის" მიკროავტობუსი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. არის თუ არა ვინმე დაშავებული, "მთავარი" შსს-სთან ცდილობს გადამოწმებას.