"ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას შესაბამის შეფასებას მისცემენ" | ზახაროვა Tbilisi Open Air-ზე ერეკლე გეწაძის პერფორმანსზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას შესაბამის შეფასებას მისცემენ" - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელი მარია ზახაროვა და Tbilisi Open Air-ზე მომღერალ ერეკლე გეწაძის პერფორმანსს ეხმაურება.

"დილიდან უამრავი ზარი შემოდის, კომენტარს ითხოვენ უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რაღაც წარმოდგენა მოაწყო რუსული სამფეროვანი დროშით თბილისში.

პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც არ უნდა ჩაიდინოს შეშლილმა.

მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას შესაბამის შეფასებას მისცემს," - წერს ზახაროვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი