"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, თბილისში 217 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მათ შორის 180-ზე მეტი აბონენტი მთაწმინდის რაიონშია. ასევე, გაზი არ აქვს სანზონის და ნუცუბიძის მოსახლეობის ნაწილს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზის მიწოდება 26 მაისს 15:00 საათიდან აღდგება.