შვედეთის საელჩო საქართველოში ქართველ ხალს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს მათ ევროპულ მისწრაფებებს.
"ძვირფასო ქართველებო, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
შვედეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და მის ევროპულ მისწრაფებებს," - წერს საელჩო.