"საზოგადოების ერთიანობის ღერძი ის პროტესტია, რომელიც აქ, რუსთაველზე, ჯიუტად, ყოველ საღამოს და დგას ბოლომდე" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"საზოგადოების ერთიანობის ღერძი ის პროტესტია, რომელიც აქ, რუსთაველზე, ჯიუტად, ყოველ საღამოს დგას და დგას ბოლომდე და ეს პროტესტი არის როგორც აისბერგის მწვერვალი. ყველას აერთიანებს... ვისაც ეპატარავება პროტესტი და ამბობს, რა ცოტანი არიან, იმათ ალბათ გუშინ და გუშინწინ საღამოს ნახეს შეკრებილი ახალგაზრდობა ლისის ტბაზე. ეს არის ის პროტესტი, რომელიც მზადაა, ნებისმიერ დროს, როგორც დიდი ტალღა, ისე აღიმართოს რუსთაველზე. ამიტომ, ჩვენ ვიცით, რამდენი ვართ, ჩვენ ვიცით, რომ ძლიერნი ვართ და ეს საზოგადოების უდიდესი ძალაა".

- განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი