"ამ წმინდა დღეს, თქვენთან ერთად ვდგავართ ურყევი სოლიდარობით. დიდება საქართველოს - თავისუფალს და მარადიულად ამაყს!" | მიჰკელსონი

გამოქვეყნდა:

"თავისუფლებისმოყვარე საქართველოს ხალხს! ამ წმინდა დღეს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ ღრმა აღტაცებითა და ურყევი სოლიდარობით. თქვენ ხართ ამაყი მემკვიდრეობის შთამომავლები - მიწის მცველები, სადაც გამბედაობა მდინარეებში მოედინება და წინააღმდეგობა მთებში ისმის. ტირანიის, უსამართლობის და მათ წინააღმდეგ, ვინც თქვენი შუქის დაჩრდილვას ცდილობს, თქვენ აღდექით - ძლიერები, ამაყები და გაერთიანებულები. დაე, დღეს მაღლა აფრიალდეს თქვენი დროშა - როგორც თქვენი ურყევი ნების, მშვიდობის სიყვარულისა და თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსადმი თქვენი ურყევი ერთგულების სიმბოლო. დიდება საქართველოს - თავისუფალს და მარადიულად ამაყს!"

წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი X-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი