ბათუმში მიმდინარე აქციაზე აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს. ინფორმაციას არჩილ ბერიძე ავრცელებს.
"ლუკა ნაცვლიშვილი დაიჭირეს... პოლიცია მოვარდა, წაიყვანა და მიზეზს არ გვეუბნებიან", - წერს ბერიძე.
როგორც მოგვიანებით შსს-ში "მთავარს" უთხრეს, ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ წუთებში ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.