ათენი-ქუთაისის რეისი გაუქმდა | მგზავრები უკვე 12 საათია აეროპორტში იმყოფებიან

გამოქვეყნდა:

ათენი-ქუთაისის რეისის მგზავრები 12 საათია, ფრენას ელოდებიან.

თავდაპირველად ფრენა უამინდობის გამო რამდენჯერმე გადაიდო, შემდეგ კი Wizz Air-ის წარმომადგენელმა მგზავრებს განუცხადა, რომ რეისი გაუქმდა და მათ სასტუმროში გადაიყვანდნენ, თუმცა რამდენიმე საათია, მოქალაქეები კვლავ აეროპორტში იმყოფებიან.

ერთ-ერთი მგზავრის თქმით, მათ ამ დრომდე ვერ ეუბნებიან, როდის შესრულდება რეისი.

ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი