აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს

გამოქვეყნდა:

მოქალაქე, ნინი ქემაშვილი წერს, რომ პოლიციამ მისი ძმა, უჩა ქემაშვილი დააკავა.

"ჩემი ძმა დააკავეს... კორპუსიდან ვუყურებდი და 25 ადამიანი 1 კაცს გამოყვა... რომ ჩავედი პასუხიც არ გამცეს რის გამო აკავებდნენ", - წერს ნინი ქემაშვილი.

უჩა ქემაშვილი დღევანდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას. ის მოქალაქეებს ალუჩას ურიგებდა. 

"მთავარი" დეტალების დაზუსტებას და მეტი დეტალის გარკვევას შესაბამის უწყებებში ცდილობს. 

მოგვიანებით, ნინი ქემაშვილმა ახალი პოსტი დაწერა და ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უჩა ქემაშვილი "ქართული ოცნების" დროშას წვავს:

"თურმე რის გამო დაუკავებიათ... რუსთაველიდან ვარკეთილამდე გამოჰყვნენ... სავარაუდოდ მეტროთი წამოვიდოდა ჩემი ძმა, რადგან აქ ჰყავდა მანქანა გაჩერებული... მეტროში აედევნენ და იცოდნენ სად მოდიოდა... 35 ადამიანი 1 კაცის დასაჭერად გამოუშვეს ხალხო. მე ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვუყურებდი და მერე ჩავქანდი დაბლა. გვიან მივხვდი რა ხდებოდა. არადა ჩემი ძმა არ არის ჩხუბის თავი... მანქანის კარი მიიხურა და გამოუღეს, ხელი მოკიდეს და გადმოიყვანეს, შეიყვანეს ბნელ ადგილას და იქ ჩასვეს სხვა მანქანაში", - დაწერა ქემაშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი