"ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი" - როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი" | The Guardian-ის ინტერვიუ ბაჩიაშვილთან

გამოქვეყნდა:

"ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი - როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი", - ამ სათაურით ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან, გიორგი ბაჩიაშვლთან გუშინ ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ინტერვიუში ბაჩიაშვილი მის შესაძლო მკვლელობაზე და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. ამასთან, მისი თქმით, "მკვლელობის ბრძანება" ივანიშვილის გაცემული არ არის. ამავე კონტექსტში, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი "ჩრდილოეთ კავკასიიდან ჯგუფებზე, სავარაუდოდ, ჩეჩნებზე" საუბრობს.

"[ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა] მითხრეს, რომ განა უბრალოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ ეს [მკვლელობის] ბრძანება გაცემულია... მეშინია, რომ ეს შეიძლება საიდუმლო სამსახურებიდან ან რომელიმე ქვეყნის ძალებიდან მოდიოდეს, რომლებსაც ივანიშვილის უფრო დასუსტება სურთ. თუ მას მკვლელობაში დაადანაშაულებენ, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსია, რომ ის აშშ-სთან ნორმალურ დიალოგს შეძლებს, ან უფრო მეტად დაადანაშაულებენ. ივანიშვილის ძალაუფლებას მისთვის ეგზისტენციალური ღირებულება აქვს", - უთხრა ბაჩიაშვილმა ბრიტანულ გამოცემას.

ინტერვიუში ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის პიროვნულ თვისებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის სხვადასხვა ცხოველების ყოლით, ასევე ასწლოვანი ხეების გადაზიდვით იყო შეპყრობილი. ბაჩიაშვილის თქმით, ხეები ივანიშვილისთვის სიცოცხლის ენერგიის წყაროა.

"ის რაღაცას უნდა ფლობდეს, რომ შეიყვაროს - ასეთია მისი მსოფლმხედველობა... ის შეპყრობილი იყო თავისი მოკვდავობით. ის ყველა ამ ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურას ატარებს, როგორიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ყველა ეს გიჟური ვუდუს რაღაცეები. მისი ვუდუს ოსტატი, იულია კრუშანოვა, მასთან ცხოვრობს", - თქვა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი