"[სტრასბურგში] ჩემი შვილი საფრთხეშია, ჩემი ოჯახი საფრთხეშია, როგორც გავიგე ჩემი შვილი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი, ამ ყველაფრის უკან დგას მამა გიორგი მექოშვილი" | ლია კუხალაშვილი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლია კუხალაშვილი სტრასბურგში მცხოვრებ ემიგრანტთა ჯგუფს ნარკოდანაშაულსა და ტრეფიკინგში ადანაშაულებს. მისი თქმით, ამ ჯგუფის მსხვერპლია მისი შვილიც.  როგორც ლია კუხალშვილის მხრიდან ხდება ცნობილი, აღნიშნული ვითარება უკვე სამი წელია გრძელდება, თუმცა ზეწოლისა და შვილის უსაფრთხოების გამო, ის ინფორმაციის გამჟღავნებას ვერ ბედავდა. ამ ჯგუფში არის სასულიერო პირიც.

"მე ვარ ლია კუხალეიშვილი და ვცხოვრობ ქალაქ სტრასბურგში. ჩემი მეზობლები არიან მამაო გიორგი მექოშვილი და მისი შვილი ბექა მექოშვილი.

ყველასთვის ცნობილია, რომ ბექა მექოშვილი დაკავებულია ნარკოტიკებით ვაჭრობით. წარსულში მის საკუთრებაში იყო კაფე ჩემს საცხოვრებელ სახლში, რომლის გამოყენებითაც, სავარაუდოდ, ეწეოდა უკანონო საქმიანობას.

დაახლოებით სამი წლის წინ ჩემთან სახლში მოვიდა ქალბატონი ნანა ჭეიშვილი და მაცნობა, რომ ჩემს შვილს, მარიამს, ჰქონდა პრობლემები და ძალიან ცუდად მოექცნენ. თუმცა, მისგან კონკრეტული პირის დასახელება ვერ მივიღე. დღეს უკვე მჯერა, რომ სწორედ ამ ქალმა და მისმა შვილმა ორგანიზებულად და ეშმაკურად იმოქმედეს, რათა დედასა და შვილს შორის ურთიერთობა დაერღვიათ. მათ ქმედებებს აშკარად მოჰყვა სერიოზული ზიანი.

მინდა განვაცხადო, რომ ჩემი შვილის უსაფრთხოება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ვერ ვწერ დეტალებს, რადგან არ მსურს მესამე პირებმა გაიგონ ინფორმაცია, რაც მათ ხელს შეუწყობს. ვიმყოფები დედის მდგომარეობაში, რომელიც შვილი ხელიდან სცილდება. მარტო ბრძოლა ამ სისტემასთან შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მივმართავ საზოგადოებას – მთელ საქართველოს და მსოფლიოს: გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ გადავარჩინო ჩემი შვილი.

მე არ მაქვს შიში, მაგრამ არ მინდა, რომ დაგვიანებული აღმოჩნდეს ჩემი ხმა. მჭირდება როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური მხარდაჭერა. მჯერა, რომ ერთად შეგვიძლია შვილის გადარჩენა, თუ არ დავდუმდებით. გთხოვთ, მიმართეთ ფრანგულ მედიას, უბრალოდ უთხარით ერთი რამ - ერთ ქართველ დედას შვილის გადასარჩენად დახმარება სჭირდება.

არ ვითხოვ არაფერს განსაკუთრებულს - მხოლოდ ხმა გააგებინეთ, რომ ჩემს შვილს საფრთხე ემუქრება და დედას დახმარება სჭირდება.

დუმილი კლავს. ხმამ კი შესაძლოა გადაარჩინოს. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი შვილის პირადი პრობლემა არ არის. რაც ხდება, მიანიშნებს ბევრად უფრო დიდ და საშიშ სისტემაზე - ამ ბიზნესის უკან დგას დიდი ფული და გავლენა. მათ ყველგან ჰყავთ ადამიანები: შესაძლოა - პოლიციაშიც, სტრუქტურებშიც, მედიაშიც. სწორედ ამიტომ სიჩუმე მათთვის არის იარაღი, ხმაური კი - საფრთხე.

მხოლოდ სიმართლის გახმაურებით და საზოგადოების მხარდაჭერით შეგვიძლია გადავარჩინოთ ჩემი შვილი. და ამ გზით - სხვებიც.“ - წერს ლია კუხალაშვილი.

ლია კუხალაშვილმა მორიგ სტატუსში კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს.

"ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის დაწერა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ჩემი შვილი საფრთხეშია, ჩემი ოჯახი საფრთხეშია, როგორც გავიგე ჩემი შვილი არის ტრეფიკინგის მსხვრრპლი, ამ ყველაფრის უკან დგანან მამა გიორგი მექოშვილი, ბექა მექოშვილი, ნანა ჭეიშვილი, მარიამ ჭეიშვილი! დღეს უცნაური ზარები შემოვიდა, რამოდენიმე დღის უკან სახლში მოგვივარდნენ! გთხოვთ გადააზიარეთ! რაც ბევრი ადამიანი გაიგებს იქნებ გაგვანებონ თავი,როგორც გავიგეთ ცუდი რაღაცა აქვთ დაგეგმილი. თუ რამე დაგვემართა დასახელებული მაქვს!. გთხოვთ გადააზიარეთ !"- ნათქვამია ლია კუხალაშვილის სტატუსში.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი