ბაჩიაშვილის მეგობრების თქმით, ის აბუ დაბიში, Jumeirah Beach-ის სასტუმროში ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად ჩავიდა. ის სასტუმროს ფოიეში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა დააკავა და დუბაის პოლიციაში გადაიყვანა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციითვე, ბაჩიაშვილს უფლება მისცეს ოჯახისთვის დარეკა და დაკავების შესახებ ეცნობებინა.
რობერტ ამსტერდამმა, ბაჩიაშვილის ადვოკატმა განაცხადა: „მისი დაპატიმრება სრულიად მოულოდნელი იყო. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა; ადგილობრივი გუნდი და, როგორც ჩანს, მათთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და შემდეგ მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს".
დღეს დილით, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს.