ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა - ინფო იმერეთის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.
ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.