"გლობალური დიფ სთეითი ძლიერია - მისი აგენტები ტრამპზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან" | დუგინისა და "ოცნების" იდენტური პროპაგანდა

გამოქვეყნდა:

კრემლის პროპაგანდისტი და ვლადიმერ პუტინის მეგობარი, ალექსანდრ დუგინი დიფ სთეითზე წერს და მისი პროპაგანდა "ქართული ოცნების" მსგავსია.

დუგინის აზრით, გლობალური დიფ სთეითი ძლიერია და მისი აგენტები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან.

"გლობალური დიფ სთეითი ძლიერი, ღრმად ფესვგადგმული და სტრატეგიულად გამაგრებული ფენომენია და მისი უგულებელყოფა გაუფრთხილებლობა იქნებოდა. ეს სტრუქტურები ჯერ კიდევ აკონტროლებენ მთავარ ევროპულ ქვეყნებსა და თავად ევროკავშირსაც. ისინი ძალზე ძლიერები არიან აშშ-ში და გლობალური დიფ სთეითი იყო, რამაც თანამედროვე ნაცისტური უკრაინა ტერორისტულ სუბიექტად აქცია. სინამდვილეში ამათ [დიფ სთეითს] ვებრძვით - არა დასავლეთს, არა აშშ-ს. როგორც კი შტატებში მმართველობა შეიცვალა, მთელმა სურათმა სახე იცვალა. თუმცა, გლობალური დიფ სთეითი - რომელიც უკვე აღარ დაიყვანება აშშ-მდე, CIA-მდე, პენტაგონამდე ან უოლ სტრიტამდე, მაინც რჩება და აგრძელებს თავისი პოლიტიკის გატარებას გლობალური მასშტაბით. დიდად სავარაუდოა - ფაქტობრივად, თითქმის უდავოა - რომ დიფ სთეითის აგენტები ტრამპზე გავლენის მოხდენას, მისი დამღუპველი შეცდომებისკენ წაყვანას, მისი ინიციატივების საბოტაჟს ან სულაც მის მთლიანად განადგურებას შეეცდებიან. ასეთი მცდელობები, როგორც ვიცით, უკვე განხორციელდა", - წერს დუგინი. 

გუშინ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შთატებში დიფ სთეითი მძლავრობს. ეს განცხადება მან აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის 26 მაისის ღონისძიებაზე არდასწრებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

ამავე დროს, კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ საერთო განცხადებას გამოეხმაურა და ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ "პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს "დიფ სთეითი". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი