"ოცნების" შს მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" შს მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა. გელაძე ირაკლი კობახიძემ წარადგინა. 

"დღეს შს მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი გელა გელაძე. ის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტია. მას აქვს შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი. გარდა ამისა, წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ასევე მუშაობდა კერძო სექტორში. დღემდე ის იკავებდა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება უწყების წინსვლა და განვითარება, გაძლიერდება შსს-ს სისტემა", - თქვა კობახიძემ.

მანამდე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ გომელაურმა მინისტრის თანამდებობა დატოვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი