სტრასბურგის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი მექოშვილი საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ლია კუხალაშვილის მხრიდან წამოსულ ბრალდებებს ეხმაურება. ლია კუხალაშვილი სტრასბურგში მცხოვრებ ემიგრანტთა ჯგუფს, მათ შორის სასულიერო პირსაც, ნარკოდანაშაულსა და ტრეფიკინგში ადანაშაულებს.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ,ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე ცილისმწამებლური ბრალდებების საპასუხოდ მსურს განვაცხადო: ჩვენ ვცხოვრობთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სამართლებრივ სახელმწიფოში და გავრცელებული ინფორმაციის მხოლოდ სოციალური ქსელით ტირაჟირება, სამართლებრივი პროცედურების გარეშე, წარმოუდგენელია ჩვენთვის. არსებული უმძიმესი ბრალდებების გამო, მე მზად ვარ ვითანამშრომლო შესაბამის ორგანოებთან და გამოძიების მსვლელობისას ჩემი ბრალეულობის ირიბი თუ პირდაპირი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა, როგორც სამართლებრივად, ასევე პირველ რიგში ეკლესიის წინაშე, საეკლესიო სამართლის შესაბამისად.
ამ ბრალდებების არდამტკიცების შემთხვევაში , მეორე მხარემ უნდა ითხოვოს შენდობა, როგორც ჩემი ოჯახის, ასევე საჯარო სივრცეში ამ აბსურდული ბრალდებებით დაბრკოლებული ადამიანების წინაშე. მოგმართავთ თხოვნით, გთხოვთ გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავოთ ვითარების შეფასებისგან," - წერს გიორგი მექოშვილი