შსს 50 ცალი გორგოლაჭიანი სავარძლის რესტავრაციაში 8160 ლარის დახარჯვას გეგმავს, შესაბამისი ტენდერი დღეს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 4-6 ივნისის პერიოდში იქნება შესაძლებელი.
ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად შესაკეთებელია 30 ცალი ტყავის სავარძელი და 20 ცალი ბადის საზურგიანი სავარძელი. სავარძლებს სარესტავრაციო აქვთ როგორც ზედაპირი, ასევე მექანიზმები და ამორტიზატორები. შესაცვლელია გორგოლაჭები, თითო სავარძლის შემთხვევაში 5 ცალი. შეცვლილი ზედაპირის ფერი შემსყიდველთან უნდა დაზუსტდეს, რესტავრირებული სავარძლები კი შემსყიდველს შეფუთულ მდგომარეობაში უნდა ჩაბარდეს.
როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული სავარძლების რესტავრაცია უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნიდან 10 დღის განმავლობაში. შემსყიდველის მიერ საბოლოო მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრისა. შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.