"საქართველოში შესვლაზე უარის მრავალი ფაქტია - გაითვალისწინეთ, არის თუ არა ფაქტორები, რომლებიც თქვენთვის შესვლაზე უარის რისკს ზრდის, მათ შორისაა აქციებში მონაწილეობა" | პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს

გამოქვეყნდა:

პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს, ვისაც საქართველოში გამგზავრება სურს, აფრთხილებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, გასათვალისწიენებელია ქვეყანაში მიმდინარე აქციები, რადგან თუ მოქალაქეები დემონსტრაციებში მონაწილეობას მიიღებენ, ისინი დიდი თანხით დაჯარიმდებიან.

"უცხოელებისთვის საქართველოში შესვლაზე, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, [საქართველში გამგზავრებამდე] გაითვალისწინოთ, თქვენს შემთხვევაში არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც ზრდის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს უცხოელის შემოსვლასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები და შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება ეხებოდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებსაც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის - თუნდაც სავარაუდო [მონაწილეობისთვის] - უცხოელები შეიძლება დაჯარიმდნენ მაღალი ჯარიმებით, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დაუყოვნებლივ გადახდას მოიცავდეს", - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი