საქართველოს რკინიგზა შეკვეთილში Guns N’ Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს.
"30 მაისს Black Sea Arena Starring Georgia-ს ფარგლებში, Guns N’ Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება. მატარებელი ორივე მიმართულებით მოძრაობისას „ბლექ სი არენა“-ს ბაქანზე გაჩერდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდსა და სადგურის სალაროებში", - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარნრიგი:
თბილისი - 10:33 - 16:10
ბათუმი - 00:40 - 06:02