"უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში - ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ - უკრაინისთვის, ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის" | ურსულა ფონ დერ ლაიენი

გამოქვეყნდა:

"დამოუკიდებელი ევროპისთვის მესამე იმპერატივი ჩვენი კონტინენტის შემდეგი, ისტორიული გაერთიანებისთვის მუშაობაა. მივესალმოთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავისუფალი არჩევანი გააკეთეს ჩვენს კავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს არ არის მხოლოდ მორალური აუცილებლობა ევროპისთვის. ეს არის წინაპირობა უფრო ძლიერი ევროპისთვის - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გეოპოლიტიკურად მსოფლიოში. 

უფრო დიდი, გაერთიანებული ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი დამოკიდებულების შემცირებას. ის უზრუნველყოფს დემოკრატიის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის განმტკიცებას მთელ ევროპაში. რა თქმა უნდა, გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია ახლა გვეძახის. ისევე, როგორც ეს მოხდა 1989 წელს, როდესაც ცვლილებების ქარმა მთელ ევროპის მასშტაბით დაუბერა. 

ჩვენ ყოველდღე ვხედავთ უკრაინაში, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ ვხედავთ, რა მსხვერპლის გაღების სურვილი აქვთ ადამიანებს ბოლო სამ-ნახევარი წლის განმავლობაში. ასე რომ, დიახ, ეს ისტორიული მომენტია. და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მომენტი უგულებელვყოთ. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ მოწოდებას უკრაინისთვის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, მოლდოვისთვის, იმედია საქართველოსთვის, ყველასთვის, ვინც გააკეთა თავისი არჩევანი, თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისთვის ჩვენს კავშირში. უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპისთვის"

- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქალაქ აახენში კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიღებისას განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი