ავარია თელავში | ალაზნის გამზირზე ერთმანეთს ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავში ერთი პირი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ალაზნის გამზირზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი ახალგაზრდა კაცი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი