31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, მოქალაქეები საპოლიციო სერვისების მიღებას შეძლებენ პეტრე ხვედელიძის ქუჩაზე განთავსებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ექსპრეს ფილიალის საშუალებით 09:00 საათიდან - 14:00 საათამდე. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
ასევე, დისტანციურად მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრის 0322 41 42 42 საშუალებით.
უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების მცხეთის, ბათუმის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან მოქალაქეებს.