"ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება. ეს ოპოზიციური ხმების დაშინების მაგალითს წარმოადგენს. ჩვენ ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიიდან ჩამოშორებას და ეწინააღმდეგებიან რუსეთის მზარდ გავლენას"
- ამის შესახებ ევროპარლამენტარი და ALDE-ს პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, დენ ბარნა სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, ნიკა მელია 29 მაისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.