მარიამ ლაშხი, რომლის სარჩელის საფუძველზეც ორი ახალგაზრდა ქალი პატიმრობაში გაუშვეს, 28 მაისს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოცნების დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 12-12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა სტუდენტებს  19 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს და 20 წლის თათია აფრიამაშვილს, მესამე სტუდენტი მაგდა მამუკაშვილი კი 4000 ლარით დააჯარიმეს. ბრალდების მხარე მათ დეპუტატის შეურაცხყოფას ედავება.

ინციდენტი 17 მაისს მოხდა, ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა, სტუდენტები  მასთან მივიდნენ შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს..."

სასამართლო პროცესამდე 2 დღით ადრე, 28 მაისს , მარიამ ლაშხი, რომლის სარჩელის საფუძველზეც ორი ახალგაზრდა ქალი პატიმრობაში გაუშვეს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მარიამ ლაშხმა კომისიის მიზნებსა და პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა, რომ "კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების დაცვას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ქალთა აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში და დემოგრაფიული საკითხების გადაწყვეტას."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი