ორშაბათს ვიფიცებით! მოვუწოდებთ ლექტორებსა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, შემოგვიერთდნენ! |ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

გამოქვეყნდა:

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ორშაბათს, 2 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში გაფიცულები იქნებიან:

"ორშაბათს მთელი დღის განმავლობაში ვიფიცებით ილიაუნის სტუდენტები! მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორ-მასწავლებლებსა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, შემოგვიერთდნენ!
დღის თორმეტი საათიდან ჩვენ ვიქნებით ილიაუნის ა კორპუსის წინ და ველოდებით ყველას, ვისაც დაკავებული სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოცხადებისა და გამხნევების სურვილი გაქვთ!
ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!" ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დღეს, თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, მაგდა მამუკაშვილს კი 4 000-ლარიანი ჯარიმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი