ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. 31 მაისს, გამთენიისას ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო (ავტომობილების გადამზიდავი) და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი - 25 წლის კაცი.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.