ტოქსიკური ბიჟუტერია - ბრენდულ მაღაზიებში სიცოცხლისთვის საშიში სამკაულები იყიდება

გამოქვეყნდა:

ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ბრენდული მაღაზიების დახლებზე სიცოცხლისთვის საშიში სამკაულებია აღმოჩენილი. ბიჟუტერია ტოკსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, მაგრამ სავაჭრო ობიექტის კონსულტანტმა არ იცის, რომ ეს პროდუქცია მოსახელობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

კვლევის მიხედვით, 24 სამკაულის ნიმუშიდან 7 ერთეულში მავნებელი ნივთიერებები ასეულ ან ათასეულჯერ აჭარბებს დაშვებულ ნორმებს.

ის მოდელები, რომელშიც ტყვიის შემცველობა დადასტურდა, ახლა წარმოებიდან ამოღებულია, მაგრამ სხვა, გასაყიდად გამოტანილი პროდუქცია ჯერ კიდევ შეუსწავლელია.

საქართველოს ხელისუფლება ტყვიასა და სხვა მავნე ნივთიერებეზე მხოლოდ გარკვეულ პროდუქციას ამოწმებს, მაგრამ მათ შორის არ არის სამკაულები, ამ საკითხის დასარეგულიებლად არ არსებობს კანონიც. იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე აღმოაჩენს, რომ მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ბიჟუტერია შეიძინა, მას , როგორც დაზარალებულს არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას.

მომხმარებელმა, რომელმაც სამკაულებში მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ამ საკითხის მოსაგავრებლად ოფიციალური წერილიც გაუგზავნა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია.

კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, პროდუქციის მოხმარების დროს. ლითონები გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმლებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას. 

ნიმუშები "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ ევროკავშირში არსებული მოთხოვნების მიხედვით, გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“   ზოგიერთი კონსერვანტის, ტყვიისა და დარიშხანის შემცველობაზე შეამოწმა და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი დიდი ხანია საქართველოს სტანდარტების მიღებისკენ მოუწოდებს, ხელისუფლება ამ დრომდე უმოქმედოა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი