საქართველოს გაღარიბებული მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წლის ბოლომდე ათი-ათასობით ადამიანი შეემატება, რომლებიც ასევე შიშმშილის პირიპირ აღმოჩნდებიან. მსოფლიო ბანკი არ ერიდება მძიმე პროგნოზს და ვარაუდობს რომ კრიზისში მყოფი ქვეყანის ეკონომიკა წლის ბოლომდე 6 პროცენტით შემცირდება. ამ უკიდურესი გაჭირვების და დონორი ორგანიზაციების არადამაიმედებელი გათვლების ფონზე ოცნების მთავარობის მიერ წარმოდგენილი მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვერსია, სრულიად გაუგებარია ოპოზიციისთვის.
გაურკვეველია რის ხარჯზე აკეთებს მთავრობა 2021 წელს ეკონომიკის 5 პროცენტიან ზრდაზე გათვლას და ამავე დოკუმენტით არც საკუთრ კომფორტზე ამბობს უარს. ბიუჯეტის პროექტით რომლის განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ნაცვლად ხელისუფლება თითქმის ყველა უწყებას უზრდის ბიუჯეტს და ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში.