მიტოვებული ჭიათურა - მოსახლეობა ნანობს, რომ რვა წლის წინ ივანიშვილს ენდო

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი მიტოვებული ქალაქი, რომლის მოსახლეობა ნანობს, რომ 8 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს ენდო. ჭიათურა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. ქალაქში სადაც ყველაფერი მაღაროების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული, ქართული ოცნების 8 წლიანი მმართველობის პერიოდში ვითარება მხოლოდ გაუარესდა.

 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი მაღაროებში დასაქმებულებს ღირსეულ ხელფასებს და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას  შეჰპირდა, სანაცვლოდ კი მონური პირობები მიიღეს. უმრავი საპროტესტო აქციის მიუხედავად ჭიათურელი მაღაროელების ყოველთვიური ანაზღაურება დაპირებულისგან განსხვავება ორჯერ ნაკლებია.

მოძველებული საბაგირო ტრასა და ჟანგმოკიდებული გონდოლები-ასე გამოყურება დღეს საბაგირო გზებით გამორჩეული ქალაქი, სადაც  ნომერი პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბაგიროა. ტრანსპორტი რომლითაც ათასობით ადგილობრივი უნდა სარგებლობდეს, დღეს გაჩერებულია.  ერთ წელზე მეტია, თორმეტი საბაგირო ტრასა ადგილობრივებს აღარ ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მათ სერემონტოდ უცხოური კრედიტები აიღო, მას შემდეგ აღარფერი გაკეთებულა.  მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივები- საბაგიროს აღდგენას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი