საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, გამნაღმველებმა მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს, ახლა ადგილზე ექსპერტ-კრიმინალსიტები რჩებიან, რომლებმაც უნდა დაადგინონ, ვის ეკუთვნის უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები, რომელიც სოფელში იპოვნეს. გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით, რაც ფრენის საერთაშორისო წესების დარღვევას გულისხმობს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ამგვარი საფრენი აპარატები და ჭურვები საქართველოს ტერიტორიაზე, შესაძლოა, მხოლოდ აზერბაიჯანიდან მოხვედრილიყო, მაგრამ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტობერს, კახეთში, სასაზღვრო სოფელ უდაბნოში, ასევე ყვარლის სოფლებში კუჭატანსა და სანავარდოს შორის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.