ნოროვირუსი - გორში ასობით ადამიანის მოწამვლის მიზეზი ცნობილია

გამოქვეყნდა:

გორში ასობით ადამიანის მოწამვლის მიზეზი ცნობილია. ეპიდემიოლოგიური კვლევის პირველადი შედეგით დგინდება, რომ გორში, კომბინატის დასახლებაში ნოროვირუსმა იფეთქა.

„ეს არის ნაწლავური ინფექცია, რომელიც შემოდგომა-ზამთრის პერიოდს ახასიათებს და დაახლოებით 2-3 დღე გრძელდება“, - თქვა გორის ბავშვთა საავადმყოფოს კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარიძემ.

ბოლო სამ დღეში, გორის სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“, ინტოქსიკაციის სიმპტომებით ათეულობით ბავშვი შეიყვანეს. ამ დრომდე, მოწამვლის სავარაუდო მიზეზად სასმელ წყალს ასახელებდნენ.

ცნობისთვის, „მთავარი არხი" ჩავიდა სოფელ ვარიანში, საიდანაც გორის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდება, სადაც ჩანს, რომ წყლის სათავე ნაგებობა დაბინძურებულია. 

შეგახსენებთ, გორში, 4 ოქტომბრის ღამეს მასობრივი ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, ერთნაირი სიმპტომებით ათობით პაციენტი საავადმყოფოში მოხვდა, მოწამლულთა რაოდენობა 300-ს ასცდა და  დღემდე, თანდათანობით მატულობდა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი