ლალიაშვილის სკანდალური დიალოგი "მაესტროს" ჟურნალისტებთან 

გამოქვეყნდა:

TV იმედის გენერალური დირექტორის მოადგილე ტელეკომპანიის მთავარ მისიად "მთავარ არხთან", ნიკა გვარამიასთან და "ენმ"-სთან ბრძოლას მიიჩნევს.

აუდიოჩანაწერში, რომელის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა, ლალიაშვილი "იმედის" ჰოლდინგში შემავალი, ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტს პირდაპირ ეუბნება, რომ "ომი უფრო გამწვავდება" და ამ ომში ტელევიზიის თითოეული თანამშრომელი უნდა ჩაებას

ომი ეხლა დაიწყო და მე როგორც ვაკვირდები, სამწუხაროდ, ეს ომი უფრო მწვავე გახდება უახლოეს თვეებში, ბევრად უფრო საგიჟეთი იქნება, მათ შორს მთავარი დარტყმა იქნება ეკონომიკურ თემებზე - ამბობს ლალიაშვილი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, "ვინ გვებრძვის, ვინმე გვივარდება ტელევიზიაში"? - ლალიაშვილი პასუხობს, რომ - ნიკა გვარამია:

პირადად არა მაგრამ ებრძვიან არხს... ნიკა გვარამია, არა მარტო ნიკა, მთელი "მთავარი არხი" მიმართულია იქითკენ, მოახდინოს დისკრედიტაცია იმედის, იძახიან ნაძეჟდა და რაღაც სისულელეებს, ფეისბუქში არის გაშლილი ფრონტი...მისი ფეიკები გვებრძვიან ფეიკ იარაღით.​...მე მისი ფეიკი უნდა გავაბათილო და ვამხილო, ეს არის ამოცანა." ამბობს ლალიაშვილი.

ტვ იმედის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ დაბალანსებული ინფორმაცია იმედის პოლიტიკა არ არის, ტელევიზიას აქვს თავის მკაფიო პოზიცია - არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა.

"ეს არხი იყო დაბალანსებული სანამ ჩვენ ჩაგვათრევდნენ ამ ომში, ეხლა ამ არხს გაუჩნდა პოზიცია, ანუ არის მიკერძოებული. ეს პოზიცია არის ანტინაციონალური მოძრაობის პოზიცია. ძალიან მკაფიო პოზიციაა. მთავარი არის ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის უკან მობრუნებაზე, ეს არის არხის მისია...

იმიტომ, რომ ბრუნდება, ეს ძალა ბრუნდება , თუ ჩვენ არ დავდექით, ეს ძალა ბრუნდება და ვისი მეშვეობით ბრუნდება? მთავარი არხის.

ჩვენ ვართ  ჰოლოკოსტგამოვლილი ებრაელები რომლებიც არცერთ შემთხვევაში, არანაირ ფასად არ ითანამშრომლებს მესამე რაიხთან და ნაციზმთან, არასოდეს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რომ ნაციზმი არ აღორძინდეს. ეს არს იმედის სარედაქციო პოლიტიკა. შლაგბაუმთან რომ დგას ბიჭი და იმედის მაისური აცვია, გენერალური დირექტორით დამთავრებულ, ეს პრინციპი აერთიანებს... საერდაქციო თავისუფლება, ეგეთი რაღაცა ბუნებაში არ არსებობს" - ამბობს ლალიაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი