ქუთაისში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი 10 ათასი ლარით დაჯარიმეს. შრომის ინსპექციამ, მაღაზია "გრანდმოლს" შენობის შესასვლელებში 2 ათას ლარიანი თერმოსკრინინგის დეტექტორ მოწყობილობები მოსთხოვა, რაც სავაჭრო ცენტრს არ აღმოაჩნდა.
გრანდმოლის ადმინისტრაციის თქმით, მომხმარებლებს სიცხეს უზომავენ, თუმცა ძვირადღირებული დეტექტორების შეძენის საშუალება არ აქვთ. ადმინისტრაცია არც ჯარიმის გადახდას აპირებს. ცენტრს თანამშრომლები კი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.