
მერიის ინფორმაციით, 31 ქარხანასთან ვერტმფრენი იმ ზოლში გადაყავდათ, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს. მათვე ცნობით, შეჯახება არ ყოფილა და ავტობუსს მხოლოდ მცირე დაზიანება აქვს
"ტექნიკურმა ჯგუფმა უსაფრთხოებიდან გამომდინარე გააჩერა ავტობუსი და ავტობუსი გადაყვანილ იქნა უსაფრთხო ადგილას, სამწუხაროდ ვერტმფრენის გადაყვანისას მისმა ფრთამ ავტობუსი მცირედ დააზიანა. ავტობუსი არ მოძრაობდა, მგზავრები არ დაზიანებულან" ამბობენ მერიაში "მთავართან" საუბარში.
შსს-მ შემთხვევა ადმინისტრაციულად გააფორმა.