ქუთაისში 23 წლის ქალი სიცოცხლისთვის იბრძვის - ოჯახი მედიკოსებს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 23 წლის სალომე გვასალია სიცოცხლისთვის იბრძვის. იგი სენაკში ხიდან ჩამოვარდა, რის შემდეგაც ხერხემლის დაზიანებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გვასალიას ოპერაციის დროს, ნახევარი საათით, გული გაუჩერდა, ახლა კი ტვინი აქვს შეშუპებული. ახლობლების თქმით, ოპერაცია უხარისხოდ ჩატარდა და სწორედ ამან გამოიწვია 23 წლის ქალის ჯანრმთელობის მდგომარეობის დამძიმება. 

რატომ გაუჩერდა გული? ვინ არის ამაში დამნაშავე? ადამიანურად დაგველაპარაკონ და გვითხრან, რა ხდება, - ამბობს სალომე გვასალიას ახლობელი. 

მედიკოსები ამბობენ, რომ 23 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რაც შეეხება ოჯახის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებს, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახური საქმეში ჩართულია და ისინი დაადგენენ, რამ გამოიწვია ახალგაზრდის მდგომარეობის დამძიმება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი