მეუფე პეტრეს შემცვლელ მიტროპოლიტს ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა. მეუფე გრიგოლ კაცია ჭყონდიდის უკვე ყოფილ მღვდელმთავართან ერთად სასულიერი პირებიც შეხვდებიან.
მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტის კითხვაზე, მანამდე იყო თუ არა საუბარი აღნიშნულ ეპარქიაში მის გამწერებასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ არ განიხილებოდა.
„ვისაც უნდა დარჩეს, ვისაც უნდა მეუფესთან ერთად იყოს“ - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
მეუფეს სასულიერო პირებთან შეხვედრის დროს მოუწევს კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ რამდენად სწორად იყო მიღებული სინოდის გადაწყვეტილება. მეუფე გრიგოლი აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ სამი წელია მეუფე პეტრეს სთხოვდნენ, რომ მისულიყო პატრიარქთან შენდობის სათხოვნად.
მეუფე გრიგოლი ეპარქიაში სინოდის წევრებთან ერთად ჩავიდა.