კორუფცია ტატამზე - ჭიდაობის ფედერაცია მორიგ სკანდალში ეხვევა

გამოქვეყნდა:

ქართველი  მოჭიდავეები,  რომლებიც  მოსახლეობამ არა მოპოვებული გამარჯვებებით, არამედ ძალადობრივი და აგრესიული  ქმედებებით გაიცნო, ჭიდაობის ფედერაციაში   კორუფციულ სქემას მეთაურობენ. გასაკვირი ალბათ არავისთვის იქნება, რომ სქემის სათავეში ძმები გეგა და ლადო გეეგშიძეები დგანან.

ირკვევა, რომ გეგა გეგეშიძის ძმა, ლადო სპორტსმენებს, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე გადიოდნენ, აიძულებდა, მეორე მწვრთნელად თავად ის გაეფორმებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩემპიონატებზე და სხვა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე ვერ გავიდოდნენ. 

ყველას გვახსოვს, როგორ დაესხა თავს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მსოფლიო ჩემპიონს პირდაპირ ტატამზე, და როგორ გაუსწორდა ტრიბუნების წინ რკინის ჯაჭვით. მანამდე კი საზოგადეობამ გეგა გეგეშიძის ძმა გაიცნო ახლოდან, როცა ის კორცხელში ოპოზიციას დაეხა თავს. ახლა კი ირკვევა, რომ ფედერაცია მალავს მისი სპორტსმენების დოპინგ ტესტებს, რაც სპროტულ სამყაროში ყველაზე მძიმე დანაშაულია. არათუ მალავს, დისკვალიფიკაციის ნაცვლად, ერთ-ერთ მოჭიდავეს 62 000 ლარიანი პრემია მისცეს. სხვათაშორის, ეს ის მოჭიდავე აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ადამიანის გატაცების გამო დააკავეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი