კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა - მარინა ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

„კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა“ - ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვა პაციენტებთან შედარებით მძიმეა. მისივე თქმით, კიდევ ერთი პაციენტია მდგომარეობაა შედარებით მსუბუქი.

კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა... მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია და თუ ეს ასე შენარჩუნდება, კარგი პროგნოზის მაჩვენებელია, დანარჩენი 7 პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე. მათთან გრძელდება ყოველდღიური კვლევები და შეფასებები. ჯერჯერობით, ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება და კლინიკის გამოვლენა, მაგრამ დანარჩენი 3 პაციენტი, რომლებიც ჩვენთან უკვე ერთი კვირაა, არიან, მათთან სტაბილური სიტუაციაა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების რაოდენობას, ეზუგბაიას ინფორმაციით, 25 ადამიანია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე საათში 5 პაციენტის ანალიზის პასუხები გახდება ლუგარის ლაბორატორიიდან ცნობილი.

ამ ეტაპზე, როგორც იცით ჩვენთან იწვა 4 პაციენტი და ამ ოთხ პაციენტს დაემატა გუშინ 5 პაციენტი, ეს 5 პაციენტი არის მეოთხე პაციენტის ერთი კლასტერი. ამ ექვსი ადამიანისთვის, რომელიც დაემატა ბოლო პერიოდში, ინფექციის წყარო ერთია და ექსპოზიციაც ერთია. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიის წყაროა და საქართველოს მოქალაქეები არიან ესენი ყველანი. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ ჯერჯერობით, ეს სიმშვიდეს გვინარჩუნებს, რადგან ეს არის შემოტანილი შემთხვევა და არა შიდა, ანუ არ არის ჩვენთან გავრცელებული შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღევანდელი დილის მონაცემებით, საქართველოს ახალი კორონავირუსის ინფექციით 9 პაციენტია მოთავსებული ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. მათი უმეტესობა ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი